istoriuli soflebi  
  
 
 
 

darTlo

დაცარიელებული სოფელი საქართველოში, ხმეტის მუნიციპალიტეტში (ადმინისტრაციული ერთეული თუშეთი).

მდებარეობს ისტორიულ-გეოგრაფიულ მხარე თუშეთში, პირიქითი ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე დიდხევის (პირიქითი ალაზნის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე. ახმეტიდან დაშორებულია 102 კილომეტრით. მიმოსვლა შესაძლებელია როგორც სამანქანო, ისე საჰაერო გზით.

demografia

საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის საყოველთაო აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 9 ადამიანი, ეროვნებით ქართველები. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში მუდმივი მოსახლეობა არაა. 2000-იან წლებიდან სოფელში გაიხსნა სასტუმროები ტურისტებისათვის.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002 9 7 2
2014 0 0 0

kulturuli memkvidreoba

სოფელში შემონახულია შუა საუკუნეების კოშკები. გარეგნულად ისინი ბევრად არ განსხვავდება თუშეთის სხვა სიმაგრეებისაგან, მათაც აქვთ სარკმლების ნაცვლად ვიწრო სამზერები, სათოფურები. ერთ-ერთი კოშკის ფასადში ჩაყოლებულია სამი, განსხვავებული ფერის მოზრდილი ქვა. ისინი ერთ ჰორიზონტალურ ზოლს ქმნიან ისე, რომ შუა ქვა კედლის ღერძს ემთხვევა, დანარჩენი ორი ნაპირებზეა. ქვებზე გამოსახულია წრეებში ჩასმული კვადრები, ზოგს გარშემო სხივები აქვს შემოყოლებული. დართლოში სხვა ნაგებობებზეც არის მსგავსი გამოსახულებანი. წრე არის გამოსახული სოფლის განაპირას მდებარე აკლდამის დასავლეთ კედელზეც, როგორც ჩანს, მიცვალებულთა მზის სიმბოლოდ. ეს გამოსახულებანი ასტრალურ შინაარსს ატარებს და ქართველთა უძველეს რწმენა-წარმოდგენებთანაა დაკავშირებული.

სოფლის ტერიტორიაზე არაერთი არქიტექტურული თუ არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს, მათ შორისაა: დართლოს აკლდამები, იახსრის ხატი, იდოიძეების საცხოვრებელი კომპლექსი, დართლოს კოშკი, დართლოს სამაროვანი, დართლოს საქვაბე, დართლოს ციხე-სახლები, დართლოს საბჭეო, მარიამწმინდის სალოცავი, მაღალოელის სალოცავი. სოფლის სამხრეთით დგას XIX საუკუნის დარბაზული ეკლესია.

petroglifebi

დართლოს ტერიტორიაზე არსებულ შენობებზე შემორჩენილია 18-მდე პეტროგლიფი, რომელთა მოძიება და ნახვა შესაძლებელია, სოფლის ცენტრში დამონტაჟებული საინფორმაციო დაფის საშუალებით.


მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ახმეტის მუნიციპალიტეტი
თემი ომალო
კოორდინატები 42°26`19″ ჩ. გ. 45°34`58″ ა. გ.
მოსახლეობა 2 000 მ
მოსახლეობა  
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995